ყვითელი ამბები

„ერთად მიჰყავთ გადაცემა“ – თემო საჯაია ორსული მეუღლის უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

მომ­ღე­რალ თემო სა­ჯა­ი­ა­ს და მო­დელ მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. წყვილი პირველ შვილს ელოდება.
Sputnik

მომღერალმა და ტელეწამყვანმა თემო საჯაიამ შემოდგომაზე ცნობილ მოდელზე და ასევე ტელეწამყვანზე მარიტა ჯანაშიაზე იქორწინა. მარიტა ჯანაშია ამბობს, რომ ქორწილის სამზადისმა იმხელა ენერგია წაიღო, რომ მის შემდეგ ერთი კვირა გადაბმულად ეძინა.

მომ­ღე­რალ თემო სა­ჯა­ი­ა­ს და მო­დელ მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. წყვილი პირველ შვილს ელოდება. მომღერალმა მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა. „ერთად მიჰყავთ გადაცემა“, – წერს თემო ორსულ მეუღლეზე. წყვილს ტელეკომპანია PosTV-ს დილის გადაცემა მიჰყავს.

ტელეწამყვანები თემო და მა­რი­ტა ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში და­ი­ნიშნენ. მომ­ღე­რალ­მა ლა­მაზ­მან სა­ცო­ლეს ხელი პირ­და­პირ ეთერ­ში სთხო­ვა და თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო. ქორ­წი­ლის ყვე­ლა სტუ­მა­რი თეთ­რებ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. პა­ტარ­ძალს ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გრძე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის კაბა ეცვა, ხოლო სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა­ზე მოკ­ლე და თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოს­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი. ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის არა­ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.

მსახიობ ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ვაჟი ჯეჯი და თემო გოცაძისა და მარინა ჯანაშიას შვილიშვილი, მოდელი მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე ხნის წინ დაშორდნენ, მასმედიაში კი ეს ამბავი 2020 წლის თებერვალში გამჟღავნდა, როდესაც მოდელმა დაშორების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.