CNN-მა ქართული ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო წვნიანების ოცეულში შეიყვანა

ქართული ხარჩო მანამდე უკვე იყო შესული ამერიკული პოპულარული გამოცემა Thrillist-ის მსოფლიოს საუკეთესო წვნიანების ხუთეულში.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მსოფლიოს ოც საუკეთესო წვნიანს შორის კვლავ მოხვდა ქართული ხარჩო, იუწყება CNN Travel.

​გამოცემამ ახალი რეიტინგი თებერვლის ბოლოს გამოაქვეყნა.

როგორც კერძის აღწერილობაშია ნათქვამი, საქონლის ხორცითა და ნიგვზით მომზადებული ტრადიციული ხარჩო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია საქართველოში.

„წვნიანის არომატული დარტყმა — ეს ხმელი სუნელის, ქინძის, ზაფრანისა და სხვა სანელებლების ნარევია“, — ნათქვამია სტატიაში.

მანამდე ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო წვნიანების ხუთეულში ასევე შეიყვანა ამერიკულმა გამოცემამ Thrillist, რომელიც კერძების, სასმელებისა და მოგზაურობა-გართობის სფეროებზეა სპეციალიზებული. მაშინ Thrillist-ის რეიტინგმა 48 ქვეყანა მოიცვა.

გარდა ქართული ხარჩოსი, CNN Travel-ის რეიტინგში შესულია უკრაინული ბორშჩი, ნიგერიული ბანგა, ვიეტნამური ფო, ფრანგული ბიუაბესი, ესპანური გასპაჩო და სხვ.