თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში ორშაბათიდან, 1 მარტიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესდა.
როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები: ამირან გამყრელიძის პროგნოზი>>
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპობრივი გეგმა გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა.
ორშაბათიდან:
- იხსნება მუზეუმები და ბიბლიოთეკები
 - ბათუმის რესტორნებში დასაშვებია მუშაობა შენობებში (გარდა შაბათ-კვირისა)
 - ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება
 - ფუნქციონირებას იწყებენ საბავშვო ბაღები
 - უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება
 
ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი>>
ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.