გარდაბანში უბედურ შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა, დაშავებულია მისი ძმაც

მეორე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გარდაბანში ძლიერი აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა, მეორე არასრულწლოვანი კი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.

აფეთქება გორში: დაშავებულთა შორის ერთი მოზარდია

თვითმხილველების განცხადებით, 11 და 15 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მინდორში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 11 წლის ბიჭის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები ძმები არიან.

ამ დროისათვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს („აფეთქება“).