თურქეთში ტურისტებისთვის შეზღუდვები გაახანგრძლივეს

ტესტი კორონავირუსის გამოსავლენად უნდა გაკეთდეს რეისამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე. ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს ტესტის გაკეთება კვლავ არ მოეთხოვებათ
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კვლავ გაახანგრძლივოს შეზღუდვა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ჩასულმა მოგზაურებმა უნდა წარადგინონ უარყოფითი ტესტი COVID-19-ზე. იუწყება ტურისტული ოპერატორების ასოციაცია.

მოსაზრება: შეუშვებენ თუ არა ევროპაში „პოლიტიკურად არასწორი ვაქცინით“ აცრილებს?

ავიაკომპანიებისთვის დაგზავნილ დირექტივაში ნათქვამია, რომ ისინი ვალდებული არიან, თურქეთში მიმავალ თვითმფრინავში დაუშვან მხოლოდ ის ტურისტები, რომლებიც ამ დოკუმენტს წარუდგენენ.

წესები 26 მაისამდე იმოქმედებს.

აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ანალიზი უნდა გაკეთდეს არაუადრეს 72 საათისა რეისის აფრენამდე. ამასთან, ექვს წლამდე ბავშვებისთვის ტესტი კვლავაც არ არის საჭირო. ტესტის წარმოდგენის ვალდებულება არ გააჩნიათ ასევე სატრანზიტო მგზავრებს, რომლებიც მესამე სახელმწიფოებში მიემგზავრებიან.