კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 373-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი,  27 თებერვალი – Sputnik. 27 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,07%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 2,07%-ს, ბოლო 7 დღის - 1,76%-ს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ჩატარდა 34.933 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23.966, PCR ტესტით - 10.967.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 373 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 177 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: 

იმერეთი - 47, შიდა ქართლი – 41, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28, აჭარა – 19, გურია – 19, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 8, ქვემო ქართლი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
„შემეკითხა კოვიდე: „შენთან ხომ არ მოვიდე?“ – გელა ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა?

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.396 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.481 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  714, აჭარაში – 160, იმერეთში – 282.

254 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 98 პირი, მათგან  თბილისში – 66, აჭარაში - 5, იმერეთში – 11.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 164 ადამიანი,   მათ შორის 101 – თბილისში, 51 – აჭარაში, 9 – იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 751 პირი გადის.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  542 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 264.589-მდე. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.499-ს მიაღწია.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 332 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 102, ხოლო აჭარაში – 87.  თვითიზოლაციაში იმყოფება  7.304  ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.613 პირი, აჭარაში – 345, იმერეთში – 638.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.