ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები მუშაობას განაახლებენ

მკვლევართა დარბაზებში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნითა და პირბადით, დეზობარიერის გამოყენებითა და ხელის ჰიგიენის დაცვით
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები 1 მარტიდან მუშაობას განაახლებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებში.

შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი

კორონავირუსის პანდემიის და ეპიდსიტუაციის გამო, ეროვნულ არქივს ფუნქციონირება ამ დრომდე შეჩერებული აქვს.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მკვლევართა დარბაზები გაიხსნება საისტორიო ცენტრალური არქივში (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1); უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1); კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1).

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, დარბაზები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს.