ყვითელი ამბები

„გახარიას გინდათ ლაიქებში გადაუსწროთ?“ – კახა კალაძის ახალმა ფოტომ აჟიოტაჟი გამოიწვია

კახა კალაძე მოყინული გზების პრობლემას „ფე­ის­ბუ­ქის“ პირად გვერ­დზე ფოტომონ­ტა­ჟით ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის თემა გახდა.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. მოყი­ნუ­ლი გზე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის დაყრის თე­მას კახა კა­ლა­ძე ფოტოშარ­ჟით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. თბი­ლი­სის მე­რის „ფე­ის­ბუ­ქის“ პირად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ფოტომონ­ტა­ჟი, რო­მელ­ზეც კახა კა­ლა­ძე ცნო­ბი­ლი თურ­ქი მზა­რე­უ­ლის ნუს­რეთ გოქჩეს სტილ­ში ყრის მა­რილს.

„გახარიას ლაიქებში გინდათ რომ გადაუსწროთ ხომ ? და იმიტომ შვებით ამ დამპლურ თამაშს!“, „რეკლამაა მარილის. ნეტავ ვის შემოაქვს. ფოტო სუპერ, არმანული კალოს - ბერძნულად „სილამაზეს” ნიშნავს.. თუმცა ყინულის პოდიუმზე არ გამოგვადგება“, „მიყვარს შენი იუმორი“, „კაპიტანო ამას მხოლოდ შენ თუ მოიფიქრებდი“, „ ვაკეში რომ გვეცხოვრა იოდიზირებულ მარილს მოაყრიდნენ“, – უწერენ მერს კომენტარებში.
ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბის გამო თბი­ლი­სე­ლი მძღო­ლე­ბი ჩი­ვი­ან, რომ ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და მოყი­ნუ­ლი გზე­ბის გამო ხში­რად სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა. ქა­ლა­ქის მე­რია კი იუ­წყე­ბა, რომ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ გზე­ბის გა­საწ­მენ­დად და ყო­ველ­დღი­უ­რად ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით 200 ტო­ნა­ზე მეტი ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი იყ­რე­ბა.

ორი დღის წინ „ფე­ის­ბუქ­ზე“ გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტექ­ნი­კურ მა­რილს ხე­ლით ყრი­ან „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

კომ­პა­ნი­ამ ამის გამო გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო რომ, ყვე­ლა ქუ­ჩა­სა და ტრო­ტუ­არ­ზე, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­სა და მეტ­როს სად­გუ­რე­ბის ჩა­სას­ვლე­ლებ­ში, ასე­ვე სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დებ­ზე ვერ მოძ­რა­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა და ასეთ ად­გი­ლებ­ში მა­რი­ლი იყ­რე­ბა ნიჩ­ბით ან ხე­ლით.