ყვითელი ამბები

„უნდა დაგემშვიდობოთ...“ – რა შეემთხვა ცნობილ ვლოგერს თი მაჭავარიანს?

თი მაჭავარიანი, რომელიც საზოგადოებამ TikTok-დან გაიცნო, შეყვარებულს, ტატუმასტერ ლაშა ჩხაიძეს დაშორდა და პირველად ისაუბრა ამის მიზეზზე.
Sputnik

ქართველი ტიკტოკერი და ინფლუენსერი თი (თინათინ) მაჭავარიანი „ბაქტერიებს“ ებრძვის. თიმ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ თავის „ფოლოვერებს“ შეატყობინა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ზედმეტი აქტივობებისგან თავი უნდა შეიკავოს. მას კორონავირუსი არ სჭირს, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ ეტაპზე აქტიურობისგან თავი უნდა შეიკავოს.

მკურნალობის ფარგლებში თის ექიმმა სახლში ყოფნა და დასვენება ურჩია, რაც სოციალურ ქსელებში აქტიური ადამიანისთვის საკმაოდ ძნელია, თუმცა ამ დროის განმავლობაში მაჭავარიანისგან რამდენიმე სიახლესაც უნდა ველოდოთ.

თი მაჭავარიანი საზოგადოებამ სულ რამდენიმე წელია გაიცნო. თისა და მისი ყოფილი შეყვარებულის დაშორებაზე ბევრი საუბრობდა, თუმცა ეს თემა დასრულდა და თი „ინსტაგრამზე“ აქტიურობას შეუცვლელად განაგრძობს.