სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან შეძლებენ

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში სპორტული დარბაზები 28 ნოემბრიდან დაიხურა
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. სპორტული დარბაზები 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში სპორტული დარბაზების მუშაობა 28 ნოემბრიდან აიკრძალა. 

საქართველოს მასშტაბით რესტორნები ფუნქციონირებას დახურულ სივრცეებშიც შეძლებენ

„სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღული რეგულაციიების დაცვით“, - განაცხადა იარკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ვადაზე ადრე გადაწყვიტა.

საქართველოს მასშტაბით კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება.

სპორტული დარბაზების და ფიტნეს–ცენტრების გახსნის მოთხოვნით ფიტნეს-კლუბების წარმომადგენლებმა და სპორტსმენებმა  საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს.