ოპოზიციამ მელიას მხარდასაჭერად თბილისიდან რუსთავში ავტომსვლელობა მოაწყო – ვიდეო

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ავტომსვლელობაში მონაწილეობა ასზე მეტმა მანქანამ მიიღო. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.
Sputnik

ავტომსვლელობის მონაწილეები თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ და რუსთავისკენ გაემართნენ. სწორედ რუსთავის ციხეში იმყოფება ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და ოპოზიციის მხარდამჭერები მელიას პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ღარიბაშვილმა დაკავებები დაიწყო, ოპოზიცია კი პროტესტს გამოთქვამს – ვიდეო

ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის არეულობების ორგანიზება ედება ბრალად. მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. 17 თებერვალს სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მისი პოლიტიკური პროცესებისგან იზოლირება სურს და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ბოლო დღეების განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ ლიდერი პარტიის ოფისში იმყოფებოდა თანამოაზრეებთან ერთად. ის 23 თებერვალს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, რომლის ჩატარების განკარგულებაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა.