თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ კახეთში რამდენიმე დღის წინ უგზოუკვლოდ დაკარგული 69 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვა, იუწყება ტელეარხი „იმედი“.
პენსიონერის ცხედარი სარწყავ არხში ნახეს. ის უკვე გადასვენებულია გურჯაანში, სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის მკვიდრი ანზორ პეტროსიანი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა, მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.
შსს-მ გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო.