თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა ის სპორტსმენები, რომლებიც 5-7 მარტს „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ტაშკენტში წარდგებიან.
საქართველოს ნაკრები უზბეკეთში ძირითადი შემადგენლობით არ იქნება წარმოდგენილი. ნაკრების ლიდერები, ასევე ის ძიუდოისტები, რომლებიც თელ-ავივის „გრანდსლემში“ ასპარეზობდნენ, ტაშკენტში არ იჭიდავებენ.
საქართველოს ნაკრების განაცხადში 11 ძიუდოისტია - რვა მამაკაცი და სამი ქალი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მამაკაცები:
(-60 კგ) – ჯაბა პაპინაშვილი
(-73 კგ) – ფრიდონ გიგანი
(-81 კგ) – გიორგი შერაზადაშვილი
(-90 კგ) – ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
(-100 კგ) – გიორგი ჩიქოვანი
(+100 კგ) – ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი
ქალები:
(-52 კგ) – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
(-70 კგ) – მარიამ ჭანტურია
(+78 კგ) – სოფიო სომხიშვილი
ტაშკენტის ტურნირში 76 ქვეყნიდან 552 ძიუდოისტი (317 მამაკაცი და 235 ქალი) იასპარეზებს.
თელ-ავივის „გრანდსლემზე“ ქართველმა ძიუდოისტებმა რვა მედალი აიღეს - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ვაჟთა ნაკრები პირველი იყო.