საქართველოს ისტორია და კულტურა ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ყურადღების ცენტრში მოექცა

საქართველო საკმაოდ დიდებულად არის წარმოდგენილი კატალოგიზებული ექსპონატების რაოდენობით მსოფლიოში ყველაზე დიდ ეროვნულ ბიბლიოთეკაში
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ბრიტანეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოაქვეყნა დიდი სტატია ექსპონატებზე, რომლებიც საქართველოს ხელოვნების სასახლეში – კულტურის ისტორიის მუზეუმში ინახება.

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

ბრიტანეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მსოფლიოს გააცნო არა მარტო საქართველოს შედევრები, არამედ მთლიანობაში ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები, როგორიცაა, მაგალითად, ქართული დროშის გამოსახულება მსოფლიო რუკაზე, რომელიც ვენეციაში 1320 წლებში შეიქმნა, ასევე რომში გამომცემლობა Propaganda Fide-ს მიერ XVII საუკუნეში პირველი ქართული წიგნების დაბეჭდვა.

„საქართველო ძველი დროიდან წარმოდგენილია ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, - ნათქვამია პუბლიკაციაში. - ჩვენთან ინახება ქართული ხელნაწერები, ბეჭდვითი წიგნები, რუკები, აუდიო ჩანაწერები და ვიზუალური მასალები, ასევე საქართველოსა და კავკასიაზე დასავლურ ენებზე დაწერილი პუბლიკაციების ფართო სპექტრი. ასევე გაგვაჩნია ოფიციალური გამოცემები, პერიოდული გამოცემები და გაზეთები. ეს მასალები ქართულ კულტურას სხვადასხვა დროის და სხვადასხვა ასპექტში აღწერენ. ისინი გვაჩვენებს ბრიტანულ ცნობისმოყვარეობას და სურვილს, შეიტყო ნაკლებად ცნობილი ქვეყნებისა და კულტურების შესახებ“.

ამ მოვლენას ხელოვნების სასახლის დირექტორი გამოეხმაურა.

„ძალიან ვამაყობ იმით რომ ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენზე წერს და განსაკუთრებული მადლიერებით მოგვიხსენიებს, ეს ჩვენთვის დიდი პატივია, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება!“ - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

საქართველოს ხელოვნების სასახლე - დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. ლამაზი შენობა, რომელშიც მდებარეობს მუზეუმი, ცნობილი გერმანელი არქიტექტორის, პაულ შტერნის პროექტით XIX საუკუნეშია აგებული.

კორონავირუსის მიუხედავად: ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა დამთვალიერებლებს კარები გაუღო

აქ ინახება 200 ათასზე მეტი ექსპონატი, რომელიც მოგვითხრობს ქართული ხელოვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ, ეს არის ისტორიული აფიშები, თეატრალური კოსტიუმები, რომლებიც ცნობილ ქართველ არტისტებს ემოსათ, მემორიალური ნივთები, ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალები, კინოფირები და სხვ.

ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (British Library) — მსოფლიოში ყველაზე დიდი ეროვნული ბიბლიოთეკაა კატალოგიზებული ექსპონატების რაოდენობით. სხვადასხვა შეფასებით, აქ სხვადასხვა ქვეყნიდან 170-200 მილიონი ნივთია თავმოყრილი. ბიბლიოთეკის კოლექციები მოიცავს დაახლოებით 14 მილიონ წიგნს, ასევე ძვ. წ. 2000 წლიდან ჩვენს ერამდე დათარიღებულ ხელნაწერთა და ისტორიული ნივთების მნიშვნელოვან მარაგებს.