ლუიზიანაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

თავდამსხმელმა ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მაღაზიაში მოკლა, შემდეგ გარეთ გასვლის შემდეგ მას უცნობმა პირებმა ესროლეს
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ლუიზიანას შტატში (აშშ) სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა იარაღის მაღაზიასთან მომხდარი სროლის შედეგად, ამის შესახებ განცხადება ჯეფერსონის ოლქის შერიფმა პერიშ ჯოზეფ ლოპინტომ გააკეთა.

აშშ-ში თვითმფრინავის ნაწილები საცხოვრებელ უბანში ჩამოცვივდა - ვიდეო

Facebook-ში გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლიციამ ღამით 02:50 საათზე მომხდარი სროლის შესახებ შეიტყო. ადგილზე პოლიციას დახვდა სამი გარდაცვლილი ადამიანი, ორი დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შერიფის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ორი ადამიანი იარაღის მაღაზიაში მოკლა, შემდეგ ის გავიდა გარეთ და მას სხვა პირებმა ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ ვრცელდება.