დღეს, ხვალ... ხუთ დღეში - როდის დააკავებენ მელიას

დღეს საპარლამენტო კომიტეტებმა ხმათა უმრავლესობით ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადეს
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. შსს-ს ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ნებისმიერ დროს შეუძლია, რადგან უწყება ვადებში შეზღუდული არ არის, უპასუხა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომის შემდეგ.

ნიკა მელია: ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას

დღეს საპარლამენტო კომიტეტებმა ხმათა უმრავლესობით ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადეს.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, მელიას დაკავების გადავადების შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

„არის სასამართლოს განჩინება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, დრო შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომას, გომელაურის თქმით, ის როგორც მინისტრი ამ ნაბიჯის საქმის კურსში იყო, და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მას „ძალიან კარგი ურთიერთობა“ აკავშირებს.

ადვოკატებმა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

„როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელთანაც მეგობრობ, ახლოს ხარ და ურთიერთობა გაქვს, არ გითხრას, რომ უნდა გადადგეს – ელემენტარული პატივისცემაა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გახარია სასამართლოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ გადადგა.

ახლა პარლამენტმა ორი კვირის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი.