კვლავ ქარბუქი: უამინდობამ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში პრობლემები შექმნა

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გურიის რეგიონის სოფლებში პრობლემები შექმნა – სოფლების ნაწილს ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ძლიერმა ნალექმა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლებში პრობლემები შექმნა – გურიის რეგიონში მესამე დღეა თოვს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ოზურგეთის ოთხი სოფელი: ნატანები, შრომა, თხინვალი და კონჭკათი. ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდება აგრეთვე ბაილეთის, სილაურისა და ჯუმათის სოფლების მოსახლეობას.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა სოფელს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის შიდა გზებზე, სადაც ინტენსიურად მუშაობს სპეცტექნიკა, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, ცენტრალურ ქუჩებზე კი მოძრაობა თავისუფალია.