„სიცოცხლის დაკარგული წლები“: კაცობრიობამ COVID-19-ის გამო 20 მილიონი წელი დაკარგა

ესპანელმა მეცნიერებმა მსოფლიოს 81 ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს და გამოთვალეს, რამდენი წლის სიცოცხლე დაკარგეს კორონავირუსის გამო ნაადრევად გარდაცვლილმა ადამიანებმა.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. კაცობრიობამ საერთო ჯამში მილიონობით წლის სიცოცხლე დაკარგა კორონავირუსის პანდემიის გამო, აცხადებენ ესპანელი მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Scientific Reports.

ბრიტანეთში ახალგაზრდებს განზრახ დააინფიცირებენ კორონავირუსით

მეცნიერებმა მსოფლიოს 81 ქვეყანაში COVID-19-ით დაღუპულთა სტატისტიკა შეისწავლეს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ყველაზე მეტად დააზარალა პანდემიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა გამოთვალეს სხვაობა გარდაცვლილთა ასაკსა და თითოეულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელს შორის, რისთვისაც გამოიყენეს მეთოდი სახელწოდებით „სიცოცხლის დაკარგული წლები“ (YLL). ამ მეთოდის დახმარებით დგინდება, რამდენი წელი შეიძლებოდა ეცოცხლა ადამიანს, თუ ნაადრევად არ გარდაიცვლებოდა.

„საერთო ჯამში 81 ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვალების გამო სიცოცხლის დაახლოებით 20 507 518 წელია დაკარგული“, — აცხადებს პროფესორი აქტორ აროლასი.

ამასთან სწავლულები ხაზს უსვამენს, რომ კვლევა არ ითვალისწინებს იმ წლებს, რომლებიც მხოლოდ ირიბად უკავშირდება COVID-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

აღნიშნული კვლევის თანახმად, ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ყველაზე დაზარალებული ქვეყანა ნეპალია, სადაც კორონავირუსით თითოეულმა გარდაცვლილმა სიცოცხლის საშუალოდ 26 წელი დაკარგა.

PCR-ტესტებს გამოვლენა უჭირს: ფინეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს>>

ნეპალთან ერთად ყველაზე მეტად დაზარალებულთა ხუთეულში არიან: ტაივანი, ბოლივია, სალვადორი და დომინიკელთა რესპუბლიკა.

საპირისპირო მაჩვენებლები დაფიქსირდა ბელგიაში, დანიაში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში, შვედეთსა და შვეიცარიაში, სადაც COVID-19-ით გარდაცვლილთაგან თითოეულმა სიცოცხლის 10 წელზე ნაკლები დაკარგა.