დაპირისპირება პარლამენტთან: პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა

ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები რამდენიმე თვეა თბილისის ცენტრში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება პარლამენტთან: პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა

აქტივისტებმა, რომლებიც რამდენიმე თვეა რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ და საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში ათენებენ ღამეს, დღეს კარვის გაშლა უკვე პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე დააპირეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება რამდენიმე აქტივისტის დაკავებით დასრულდა.

დაპირისპირება პარლამენტთან: პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა

ამ დროისათვის სიტუაცია დაწყნარებულია. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან რჩებიან.