ყვითელი ამბები

„გარყვნილებო...“ - ქართველი ვლოგერი წყვილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - ვიდეო

ვლოგერისა და ფოტოგრაფის გიორგი ჯობავას მეუღლე, ინფუენსერი სალი წვერავა სოციალურ ქსელში მეუღლესთან გადაღებულ ფოტოს ვიდეოს აქვეყნებს
Sputnik

მოგზაური ვლოგერი წყვილი თოვლში გადაღებული რომანტიული ვიდეოს გამო გააკრიტიკეს. ვიდეოში, სადაც წყვილი ერთმანეთს კოცნის, სოციალური ქსელის მომხმარებლები მათმა სითამამემ აღაშფოთა.

გიორგი ჯობავას და სალი წვერავას უკვე კარგად იცნობენ სოციალური ქსელის მეშვეობით. სიყვარულის ამბავიც ისეთივე ხალასი და გამორჩეული აქვთ, როგორებიც თვითონ არიან - მხიარულები, თავგადასავლების მოყვარულები, ემოციურები და ბევრი კრეატიული იდეის განმხორციელებლები.

ამბობენ, რომ პოპულარობას კარგი საქმეების გასაკეთებლად იყენებენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადაღებული ვიდეოებით ყველას აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს; მიგვანიშნებენ, რომ სახლებში არ უნდა ვისხდეთ და ერთი ღამე მაინც უნდა გავათიოთ ბუნებაში.