ყველა პირბადით: სასწავლო პროცესი და კორონავირუსი საქართველოს სკოლებში - ფოტო

Sputnik

ორშაბათიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სკოლები ამუშავდა - ახლა მოსწავლეები გაკვეთილებს საკლასო ოთახებში დაესწრებიან. მშობლების გადაწყვეტილებით, ბავშვებს დისტანციურ რეჟიმში სწავლის საშუალებაც ექნებათ, ხოლო ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სკოლებში მოსწავლეები 1 თებერვალს დაბრუნდნენ.

თბილისის, ქუთაისის, რუსტავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბანის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის სკოლების მოსწავლეების მშობლებს თავად შეუძლიათ აირჩიონ დისტანციურად ისწავლიან მათი შვილები, თუ გაკვეთილებს სკოლებში დაესწრებიან. იგივე შესაძლებლობებით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

განათლების სამიისტროს ცნობით, მოსწავლეების 12% ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან - 35 732 ბავშვი - მშობლების გადაწყვეტილებით დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს სწავლას.

1 / 12
თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლება გაანხლდა
2 / 12
მშობლებს არ შეშინებიათ ბავშვების სკოლაში გაშვების, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა მაინც დისტანციურად განაგრძო სწავლა
3 / 12
ყველა სკოლის შესასვლელში სავალდებულია ხელების სანიტაიზერით დამუშავება
4 / 12
შემდეგ კი თერმოსკრინინგი
5 / 12
საკლასო ოთახებში ყველას უნდა ეკეთოს პირბადე
6 / 12
მეხუთე კლასიდან ზემოთ ყველა მოსწავლე ვალდებულია ეკეთოს პირბადე
7 / 12
მიუხედავად პირბადით გამოწვეული დისკომფორტისა, წესების დაცვა აუცილებელია. მშობლები მიიჩნევენ, რომ სკოლა მეტ ცოდნას იძლევა, ვიდრე დისტანციურად სწავლა
8 / 12
მშობლების ნაწილისთვის დისტანციური სწავლებისას ბავშვების დისციპლინა რთული დასამყარებელი იყო
9 / 12
საკლასო ოთახში კი მოსწავლეებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ
10 / 12
აქ ყველა მათგანი ასრულებს დავალებებს
11 / 12
და უსმენს მასწავლებელს, რომელიც გაკვეთილს ხსნის
12 / 12
გარდა პირბადის ტარებისა და ტემპერატურის გაზომვის აუცილებლობისა, სკოლაში შესვლისას პერსონალი ვალდებულია რეგულარულად იკეთოს პისიარ-ტესტირება