ახალი ტალღა: ნაწინასწარმეტყველებია მეხუთე სანავთობე სუპერციკლი

ნავთობის მოპოვებების შემცირება რეკორდული მარაგების დაცლას უწყობს ხელს და მოთხოვნა იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე მოსალოდნელი იყო
Sputnik

ნატალია დემბინსკაია

მანამ, სანამ ყველა იმას მკითხაობს, რამდენად სწრაფად აღდგება პანდემიის გამო ჩამოშლილი მოთხოვნა  ნავთობზე და რამდენად შეიძლება გაიზარდოს კოტირებები, მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ბანკის, JP Morgan Chase–ს ექსპერტებმა განაცხადეს: ნედლეულის ბაზრებზე უკვე დაიწყო ზრდის სუპერციკლი — ეს უკვე მეხუთედ ბოლო ასი წლის განმავლობაში.

მყიფე აღდგენა

მოსაზრება: რა ეღირება ნავთობი 2021 წელს

2020 წელს ნავთობის დარგმა ვარდნის რამდენიმე ტალღა გადაიტანა. ამაზე გავლენა ფაქტორთა კომპლექსმა მოახდინა, რომელთაგან მთავარი იყო ნედლეულის ჭარბწარმოება მასზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირების ფონზე, ასევე პანდემია და ლოკდაუნი. გასული წლის მარტში ნავთობი ორზე მეტჯერ გაიაფდა. თუმცა შემოდგომის ბოლოს ბაზარმა მძლავრი იმპულსი მიიღო — დასავლური ვაქცინების წარმატებული გამოცდების შესახებ ინფორმაციისა და ასევე აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სახით.  ჯო ბაიდენი მწვანე ტექნოლოგიების მხარდამჭერია და, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, არ აპირებს ხელი შეუწყოს ამერიკელ მენავთობეებს.

უკვე იანვრისთვის კოტირებებმა რვათვიან მაქსიმუმს მიაღწია. ზრდა გრძელდებოდა ოპეკ+–ის მიერ მოპოვებების შემცირების შესახებ მორიგი გადაწყვეტილებების ფონზე. შედეგად, ამ დროისათვის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 63 აშშ დოლარია.

ასეთი დინამიკა აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ დარგი აღდგენის გზაზეა. შემდგომი ზრდა განპირობებულია, პირველ რიგში, აზიური ქვეყნების მხრიდან მოთხოვნის გამოცოცხლებით, სადაც მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლას არ ჩქარობენ.

არადა, სულ რაღაც ერთი თვის წინ პროგნოზები ტავშეკავებული იყო არასტაბილური ვითარების გამო. მაგალითად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch–ი აცხადებდა, რომ დადებით ძვრებს მხოლოდ სწრაფი ვაქცინაციის პირობებში ელოდებოდა. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი გაუმჯობესება ზომიერი იქნებოდა.

მიმოხილვა: ფიქალურ ნავთობში ინვესტიციები მინიმუმამდე დაეცა

მეხუთე წრე

მაგრამ, როგორც მსხვილი საინვესტიციო ბანკის, JP Morgan Chase–ს ეკონომისტებმა განაცხადეს თებერვლის დასაწყისში, ნედლეულის ბაზარზე უკვე დაიწყო ზრდის ახალი სუპერციკლი. ექსპერტები ამის ნიშნებად მიიჩნევდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ლითონზე ფასების ნახტომისებურ ზრდასა და ასევე ნავთობის ფასს _ ბარელზე 50 აშშ დოლარზე მეტი.

ბოლო ასი წლის განმავლობაში სასაქონლო–ნედლეულის ბაზარზე ოთხი სუპერციკლი დაფიქსირდა. ბოლო 1996 წელს დაიწყო და მისი პიკი, თორმეტწლიანი ზრდის შემდეგ, 2008 წელზე მოვიდა. ამას ჩინეთის ეკონომიკური აღორძინება დაეხმარა, რომელიც მსოფლიოში ნახშირბადების უმთავრესი მომხმარებელია. ამჟამინდელი სუპერციკლი კი პოსტპანდემიური აღდგენითა, „ზერბილი“ ფულად–საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკით, სუსტი დოლარით, ინფლაციის დაჩქარებითა და აგრესიული ეკოლოგიური პოლიტიკითაა განპირობებული.

იმავდროულად ვითარება ჰგავს 2000–იანების შუა წლებს: კოტირებები ნედლეულის ბაზრებზე მრავალწლიან მაქსიმუმებზეა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა სიმინდისა და სოიოს დიდი მარაგები შეიძინა, ამ პროდუქციაზე ფასებმა აშშ–ში რეკორდები მოხსნა. ხოლო გლობალური მარაგების შემცირება დეფიციტის საშიშროებას აჩენს.

პლატინა და სპილენძი ასევე პიკზეა. როგორც RJO Futures–ის აქტივების მთავარი მმართველი ჯონ კარუზო აღნიშნავს, ლონდონის ლითონების ბირჟასა და Comex–ზე პლატინაზე მოთხოვნა შეთავაზებებს ასწრებს, სპილენძის მარაგები კი ათ წლიან მინიმუმს მიახლოვდა.

„ნავთობი დამაჯერებლად „ამოდის“ პანდემიური სიღრმეებიდან, ვინაიდან შეთავაზებების გლობალური საჭარბე მცირდება“, — აღნიშნავს Bloomberg–ი.

მოსაზრება: რამდენ ხანს გაგრძელდება ნავთობის გაძვირება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, JP Morgan–ის აზრით — ეს კლიმატის ცვალებადობასთან ბრძოლაა, რომელსაც შეუძლია ნავთობის მოპოვება შეამციროს და იმ ლითონებზე მოთხოვნა გაზარდოს, რომლებიც ენერგიის განახლებადი წყაროების ინფრასტრუქტურების შექმნისთვის, ასევე აკუმულატორებისა და ელექტრომობილების წარმოებისთვისაა აუცილებელი.

მდგრადი ტრენდი

ნედლეულის ბაზარზე გრძელვადიანი ბუმი მეტად დამაჯერებელია, ვინაიდან უოლ–სტრიტი ფსონს ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე დებს.

სასაქონლე ბაზარზე ფასების ზრდას მარტო JP Morgan Chase–ში კი არ ელოდებიან, არამედ ისეთ ფინანსურ გიგანტებშიც, როგორებიცაა Goldman Sachs Group–ი, Bank of America და Ospraie Management–ი. არგუმენტები იგივეა — ეკონომიკის მხარდამჭერი პროგრამების მასშტაბური სტიმულირება და მასობრივი ვაქცნაცია.

კერძოდ, Goldman Sachs–ი მეოთხე კვარტალში Brent–ის ერთ ბარელ ნავთობზე 65 დოლარს პროგნოზირებს. Bank of America (BofA) კი წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის ბარელზე 60 დოლარს ელოდება. „ოპეკი“ და საერტაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ასევე პროგნოზირებენ წლის მეორე ნახევარში მოთხოვნების სწრაფ ზრდას მოპოვებებთან შედარებით, რაც პანდემიის დასაწყისიდან ჭარბი ნავთობის მარაგებს შეამცირებს საცავებში.

რაც შეეხება Citigroup–ს, იქ წლის ბოლოსთვის Brent–ის ერთ ბარელზე 70 დოლარს ელოდებიან, ხოლო WTI–ის ერთ ბარელზე — 68 დოლარს.

საუდის არაბეთის თაოსნობით მწარმოებელთა მხრიდან მოპოვებების შემცირება რეკორდული მარაგების დაცლას უწყობს ხელს და მოთხოვნა იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.