პროსტატის კიბო: როგორ ამოვიცნოთ ადრეულ ეტაპზე – განსხვავებული ნიშნები

პროსტატის კიბო ონკოდაავადებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა მამაკაცებში, რომელიც, საბედნიეროდ, ხშირ შემთხვევაში ნელა ვითარდება.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. არსებობს განსხვავებული სიმპტომები, რომლებიც შეიძლება პროსტატის კიბოს განვითარებაზე მეტყველებდეს, წერს გამოცემა Express პროსტატის კიბოსთან ბრძოლის ფონდის (PCFF) სპეციალისტებზე დაყრდნობით.

  • ექსპერტების თქმით, ტკივილი, რომელიც ჩნდება ბარძაყის ძვლებში, ხერხემალსა და ფეხების ზედა ნაწილში, შეიძლება იყოს ვერაგი დაავადების სიმპტომები.

იმისათვის, რომ საშიშროება გამორიცხოთ, ან ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოთ, ამ ნიშნების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

როგორ გამოვავლინოთ მსხვილი და სწორი ნაწლავების კიბო ადრეულ სტადიაზე - საეჭვო სიმპტომები

გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, პროსტატის კიბოს უფრო მეტად ცნობილი სიმპტომებია: ერექციის პრობლემები, დისკომფორტი ეაკულაციის დროს, სისხლი სპერმაში და ასევე გაძნელებული შარდვა.

ამასთან PCFF-ის ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ხშირ შემთხვევაში პროსტატის კიბოს არ ახლავს კანცეროგენული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.

სპეციალისტების განმარტებით, პროსტატის კიბო ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა მამაკაცებში. საბედნიეროდ, დაავადება დიდწილად ნელა ვითარდება, დაავადებული უჯრედებიც ნელა ვრცელდება ადამიანის სხვა ორგანოებზე, რაც, შესაბამისად, გადარჩენის დიდ შანსს იძლევა, თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს.