რატომ უნდა მიირთვათ ცხელი სუპი ყოველდღე? ენდოკრინოლოგი განმარტავს

საუბარი არ არის საჭმლის მონელებაზე. თურმე, ცხელი წვნიანი ხელს უწყობს ორგანიზმში ისეთი ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც კარგ აღნაგობაზეც აგებს პასუხს და შიშებსაც ხსნის.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ადამიანმა ცხელი სუპი ყოველდღე უნდა მიირთვას, ვინაიდან ამას დიდი სარგებელი მოაქვს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ენდოკრინოლოგი ზუხრა პავლოვა.

რატომ უნდა მიირთვათ შავი ლობიო: დიეტოლოგის რჩევა

მისი თქმით, ცხელი წვნიანი ხელს უწყობს ჰორმონ ქოლეცისტოკინინის წარმოქმნას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მადის ჩახშობას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება დანაყრდეს საკვების მცირე ულუფით და თავიდან აირიდოს ზედმეტი ჭამა. ანუ, ცხელი წვნიანის ჭამა ხელს უწყობს კარგი აღნაგობის შენარჩუნებას“, — აცხადებს სპეციალისტი.

გარდა ამისა, ქოლეცისტოკინინი ხელს უწყობს საჭმლის ეფექტურ მომნელებელ პროცესებს და მონაწილეობს ძილის ნორმალიზებაში, შიშის და ტკივილის ჩახშობაში, ეხმარება ფსიქილოგიური დაძაბულობის მოხსნას.

ამასთან ექიმი ხაზს უსვამს, რომ არ ღირს მთლიანად კრემ–სუპებზე გადასვლა, რათა კბილებს საჭირო „დატვირთვა“ არ მოვაკლოთ.

საუკეთესო ვარიანტი, ანუ სუპერსასარგებლო წვნიანი, ენდოკრინოლოგის განმარტებით, ეს არის ბოსტნეულის სუპი (არა ხორცის ბულიონზე მომზადებული) ბევრი მწვანილით.