თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვა გამოწვეულია ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურით, რამაც ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მნიშვნელოვნად გაზარდა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ტრაილერებისთვის კვირას აიკრძალა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.