ხულოში სოფლის სკოლა დაიწვა

ხანძარი გამოიწვია ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ, ხის მასალით აშენებულ შენობას ცეცხლი ძალიან სწრაფად მოედო
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სავარაუდოდ, ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო დაიწყო. აალება საღამოს მოხდა, როდესაც სკოლაში არავინ არ იყო.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა

სამსახურის მონაცემებით, სკოლის შენობა ხის მასალისგან იყო აშენებული, ამიტომ ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მეზობელ სახლებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღკვეთილია.

სოფელ კალოთაში 14 მოსწავლე სწავლობს.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, სკოლისთვის ალტერნატიული შენობა გამოიძებნება. უწყების ხელმძღვანელი მაია ხაჯიშვილი უკვე გაემგზავრა ხულოში, სადაც სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.