თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 165 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 57 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია. რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 31, კახეთი – 17, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 14, გურია – 13, აჭარა – 10, სამცხე-ჯავახეთი – 9, შიდა ქართლი – 6, ქვემო ქართლი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 2.
რაც შეეხება ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 258.732-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.363-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 3.601 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.932 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 869, იმერეთში – 437, აჭარაში – 166.
425 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 101 პირი. აქედან თბილისში – 69, იმერეთში – 12, აჭარაში – 5. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3.232 ადამიანი. მათ შორის 115 – თბილისში, 104 – აჭარაში, 13 – იმერეთში. 1.437 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 238 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 119, ხოლო აჭარაში – 45. თვითიზოლაციაში იმყოფება 11.724 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6.752 პირი, იმერეთში – 1.287, აჭარაში – 597.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 165-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.722-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.