შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეუთოს თავმჯდომარის რანგში ესტუმრება

დაგეგმილია ან ლინდეს შეხვედრები საქართველოს პირველ პირებთან, ასევე, პარლამენტის დეპუტატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე საქართველოს სამშაბათს, 16 თებერვალს ესტუმრება. იუწყება ეუთოს პრესსამსახური.

თალაკვაძე: ეუთოს მისიამ დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა

ვიზიტის ფარგლებში ლინდე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს.

„მოლაპარაკებები მიმართული იქნება ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლინდე გეგმავს ასევე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, პარლამენტის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გარდა ამისა, ეუთოს თავმჯდომარე გეგმავს სამუშაო გასვლით შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად.