საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ფეხბურთში რუსულ კლუბთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

„დინამოს“ მომდევნო მეტოქე იქნება რუსეთის პრემიერ-ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ვოლგოგრადის „როტორი“
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ფეხბურთში, ბათუმის „დინამომ“, რომელიც სეზონისწინა შეკრებას თურქეთში გადის, რუსეთის პრემიერ-ლიგის კლუბ „არსენალთან“ ტესტ-მატჩი ფრედ დაასრულა - 0:0.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ გია გეგუჩაძის შეგირდები, შესვენების შემდეგ კი ინიციატივა ხელში „კანონირებმა“ ჩაიგდეს.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში სტარტს 27 თებერვალს აიღებს

ორივე კლუბის ფეხბურთელებს ჰქონდათ დაწინაურების რამდენიმე შესაძლებლობა, მაგრამ მომენტს ბოლომდე ვერ იყენებდნენ. შესაბამისად, ფრე 0:0 დაპირისპირების კანონზომიერი შედეგიცაა.

ბათუმის „დინამოელებისთვის“ თურქეთში გამართულ შეკრებაზე ტესტ-მატჩი „არსენალის“ წინააღმდეგ მესამე გახდა. პირველი თამაში უკრაინის „ლვოვთან“ კვლავ ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, შემდეგ კი „დინამოელებმა“ ბოსნიის „ბორაცს“ ანგარიშით 2:0 მოუგეს.

„დინამოს“ მომდევნო მეტოქე იქნება რუსეთის პრემიერ-ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ვოლგოგრადის „როტორი“. ეს შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება.

2021 წლის საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყება. პირველ მატჩში „დინამოელები“ გასვლაზე უკრაინის „ტორპედოს“ დაუპირისპირდებიან.