თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. მემორანდუმი, რომლის თანახმად სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ, შემუშავების სტადიაზეა, იუწყება Sputnik-სომხეთი.
ადრე ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა აღნიშნული თემა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიორგი საგანელიძესთან განიხილა.
„3 მარტს თბილისში სომხეთის და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილია „მემორანდუმი მოქალაქეთა გადაადგილების გამარტივების შესახებ“, რაც საიდენტიფიკაციო ბარათით გადაადგილების შესაძლებლობას ითვალისწინებს“, - ასე უპასუხა სომხეთის ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანის ოფისმა Sputnik-სომხეთის კითხვაზე.
აღინიშნა, რომ ამ დროისათვის პროცესი საპროექტო სტადიაზეა.
შეგახსენებთ, რომ მემორანდუმის შესახებ პირველად განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა ერევანში, 2020 წლის 4 მარტს „სამთავრობო საათის“ ფარგლებში.