საქართველოს კალათბურთის ნაკრებს კიდევ ერთი ამერიკელი შეემატა

საქართველოს ნაკრები 19 და 21 თებერვალს თბილისში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ დასკვნით მატჩს გამართავს
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ამერიკელი კალათბურთელი კონერ ფრენკამპი, რომელმაც საქართველოს პასპორტი მიიღო, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორ უახლოეს მატჩში ითამაშებს, იუწყება გამოცემა eurohoops.net.

მორაგბეების სამზადისი დიდი მატჩისთვის და ბასილაშვილის წარუმატებელი სტარტი მელბურნში

ამ დროისათვის საქართველოს ნაკრები ნატურალიზებული კალათბურთელების კვოტას იყენებს ტედ მაკფადენის სახით, რომელიც გუნდში გასული წლიდან ასპარეზობს. სავარაუდოდ, მაკფადენიც შეინარჩუნებს ქართულ პასპორტს, ხოლო ორ ამერიკელს შორის საბოლოო არჩევანს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი EUROBASKET-2022-ის წინ გააკეთებს.

ევროპული საკლუბო კარიერა 25 ფრენკამპმა დაიწყო ბულგარეთში, შემდეგ კი საბერძნეთში გადავიდა, სადაც ძალიან კარგად ისახელა თავი - ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და იღებდა მონაწილეობას ყველა ვარსკვლავის მატჩში. ამჟამად ფრენკამპი ესპანური „მურსიის“ შემადგენლობაში გამოდის. მიმდინარე სეზონზე ამერიკელმა კლუბის სახელით 19 მატჩი ჩაატარა, ხოლო თამაშში მისი საშუალო მაჩვენებელი 16,5 ქულას, 3,8 გადაცემას და 2,4 მოხსნას შეადგენს.

საქართველოს ნაკრები 19 და 21 თებერვალს თბილისში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ დასკვნით მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის შეგირდები 19 რიცხვში სერბეთს შეხვდებიან, ორ დღეში კი ფინეთს დაუპირისპირდებიან.

ოთხი შესარჩევი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ოთხივე მოგებული მატჩით Е ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში გაიმართება ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, იტალიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში.