ბათუმში უსახლკარო მამაკაცი დაჭრეს

დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  უსახლკარო მამაკაცი დაჭრეს, იუწყება პირველო არხი.

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ქუთაისში 73 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს

არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი თავს ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხს აფარებდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს მსუბუქი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.