პირველად ისტორიაში: საქართველოდან მსაჯთა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 24-დან 31 მარტამდე გაიმართება, ხოლო პლეი-ოფის მატჩები 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით ჩატარდება
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის მსაჯთა გუნდი,   პირველად ისტორიაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (21-წლამდელები) იმუშავებს, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოში ფეხბურთის სეზონი 21 თებერვალს გაიხსნება

კონტინენტურ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც წელს უნგრეთსა და სლოვენიაში გაიმართება, იმუშავებენ: გიორგი ყრუაშვილი — მთავარი არბიტრი, და ასევე მისი ორი თანაშემწე — ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 24-დან 31 მარტამდე გაიმართება, ხოლო პლეი-ოფის მატჩები — 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 16 ნაკრები: უნგრეთის, გერმანიის, რუმინეთის, ნიდერლანდების, სლოვენიის, ესპანეთის, ჩეხეთის, იტალიის, რუსეთის, ისლანდიის, საფრანგეთის, დანიის, პორტუგალიის, ხორვატიის, ინგლისისა და შვეიცარიისა.

34 წლის გიორგი ყრუაშვილმა პირველი ოფიციალური მატჩი 2012 წელში ჩაატარა. ამ დროისთვის მსაჯის ანგარიშზე 117 მატჩია, მათ შორის, შეხვედრა საქართველოს სუპერთასისთვის, ქვეყნის თასის ორი ფინალი და ორი შეხვედრა ევროტურნირებისთვის.