მამისადმი წერილის საქმე: მეგან მარკლმა სასამართლო მოიგო

ორწლიანი დავების შემდეგ უმაღლესმა სასამართლომ დააკამყოფილა სასექსის ჰერცოგინიას სარჩელი და საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა   
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სასექსის ჰერცოგინია მეგალ მარკლმა  სასამართლო პროცესი მოუგო ბრიტანულ ტაბლოიდ The Mail on Sunday-ს, რომელმაც უკანონოდ გამოაქვეყნა მისი პირადი წერილი, იუწყება გაზეთი Daily Mirror-ი.

პრინცი ჰარი ცილისწამებისთვის გაზეთს უჩივის: ცნობილი გახდა მიზეზი

მეგან მარკლმა ტაბლოიდსა და მის გამომცემელ Associated Newspapers-ს იმ სტატიების გამოქვეყნების გამო უჩივლა, რომლებიც ნაწილობრივ ეხებოდა 2018 წლის აგვისტოში მამისადმი მიწერილ წერილს. პრინცი ჰარი ირწმუნებოდა, რომ ჟურნალისტებმა მკითხველთა აზრის მანიპულაციის მიზნით, კონტექსტიდან ამოიღეს ფრაზები. ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, სასექსის ჰერცოგინიამ დაამტკიცა სიმართლე და მოიგო სარჩელი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ.

„მადლიერი ვარ მოსამართლეებისა, რომ მათ აიძულეს Associated Newspapers-ი და The Mail on Sunday-ი, პასუხი აგონ უკანონო და არაადამიანურ ქმედებებზე. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ ამ ტაქტიკას დაუსჯელად. ასეთი გამოცემისთვის ეს არის თამაში, მაგრამ ჩემთვის და მრავალი სხვისთვის ეს არის რეალური ცხოვრება, რეალური ურთიერთობები და რეალური პრობლემები“, — განაცხადა სასექსის ჰერცოგინიამ.

მეგან მარკლმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოს სჭირდება სანდო, გადამოწმებული და ხარისხიანი სიახლეები. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ The Mail on Sunday და მათი პარტნიორი გამოცემები აქვეყნებენ სულ სხვა დონის მასალებს.

„მე ამ გამარჯვებას თითოეულ თქვენგანს ვუზიარებ, რადგან ჩვენ ყველა ვიმსახურებთ სამართლიანობასა და სიმართლეს, ჩვენ ყველაფერ საუკეთესოს ვიმსახურებთ“, — აღნიშნა მან.

მეგან მარკლმა მადლობა გადაუხადა მეუღლეს — პრინც ჰარის, დედასა და სპეციალისტთა ჯგუფს სასამართლოში დახმარებისთვის.

ვადაზე ბევრად ადრე: პრინცმა ჰარიმ დედოფალ ბებიას ვალი სრულად დაუბრუნა

მეგან მარკლმა The Mail on Sunday-ის წინააღმდეგ სარჩელი 2019 წლის ოქტომბერში შეიტანა. იმავე წლის ივლისში ჰერცოგინიამ პირველი რაუნდი წააგო, რის შემდეგაც მას The Mail on Sunday-ის ხარჯების დაფარვაც მოუხდა — დაახლოებით 68 ათასი ფუნტი სტერლინგი. სასამღთლო განხილვების მეორე რაუნდში მარკლი კვლავ დამარცხდა — ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ სასექსის ჰერცოგინიას დააკისრა არა მხოლოდ საკუთარი სასამართლო ხარჯების — 139 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდა, არამედ მოპასუხე მხარისაც, რამაც 39 ათასი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

საბოლოოდ, ორი წლის შემდეგ, უმაღლესმა სასამართლომ დააკამყოფილა სასექსის ჰერცოგინიას სარჩელი და საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.   

2020 წლის 1 აპრილიდან პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შეწყვიტეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების მოვალეობის შესრულება. იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებში გადასვლის ნებართვა მიეღოთ, ემუშავათ და სამეწარმეო საქმიანობა დაეწყოთ, მათ მოუწიათ უარი ეთქვათ მიმართვაზე „თქვენო სამეფო უდიდებულესობავ“, ასევე სახელმწიფოს დაფინანსებასა და სავაჭრო ბრენდ Sussex Royal-ზე. აპრილის ბოლოს მარკლმა თავის მეგობრებს სამეფო პრივილეგიებზე უარის თქმისა და შეერთებულ შტატებში გადასვლის რეალური მიზეზის შესახებ უამბო. აღინიშნა, რომ მან ვერ გაუძლო ბრიტანული ყვითელი პრესიის მხრიდან შევიწროებას.