რატომ უნდა მიირთვათ კამის თესლის ნაყენი - ექიმი გირჩევთ

ასეთი ნაყენი კარგია თვალების ამოსაბანად, უძილობის, მეტეორიზმის, გაციებისა და ხველების დროს, ამასთან შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. კამა არის პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს რაციონში, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დიეტოლოგი სინტია სასსი.

რატომ უნდა მიირთვათ შავი ლობიო: დიეტოლოგის რჩევა

სპეციალისტმა პორტალ Health-ს განუმარტა, თუ ვინ და რატომ უნდა მიიღოს კამა.

სასსის თქმით, ერთი ჭიქა ნედლი კამის ღეროები შეიცავს მხოლოდ 27 კალორიას, თითქმის სამ გრამ უჯრედისს, ასევე იმუნოსტიმულატორ ვიტამინ C-სა (ყოველდღიური ნორმის 17 პროცენტს) და კალიუმს, რომელიც სისხლის წნევას არეგულირებს. ამას პლუს მანგანუმი, კალციუმი, რკინა და B ჯგუფის ვიტამინები.

გარდა ამისა, კამა არის ანტიოქსიდანტების, ღირებული ანტიმიკრობული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო ნაერთების წყარო.

„კამის თესლი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ის, ჩვეულებრივ, გამოიყენება საკვების სანელებლად. ხოლო მათ, ვისაც მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი აწუხებს, ექიმები კამის თესლისგან დაყენებული ჩაის დალევას ურჩევენ. დაასხით ერთ პატარა კოვზ კამის თესლს ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ოცი წუთი და დალიეთ ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ“, — გვირჩევს დიეტოლოგი.

ამასთან აღინიშნება, რომ კამის თესლის ნაყენი კარგია კონიუქტივიტით დაზიანებული თვალების ამოსაბანად, უძილობის, გაციებისა და ხველების დროს. კამის თესლის ნახარშსა და ნაყენს შესანიშნავად გამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები.