ჯანმომ საქართველოს 300 კომპიუტერი გადასცა

კომპიუტერული ტექნიკა, ძირითადად, სოფლის ამბულატორიებისთვის არის განკუთვნილი, რომელთა დიდ ნაწილსაც ინტერნეტზე წვდომა უკვე აქვს
Sputnik

 

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპიუტერები სოფლის ამბულატორიებს გადაეცემა, რაც პერსონალს საშუალებას მისცემს მუდმივ რეჟიმში გაეცნონ პროტოკოლებსა და ინსტრუქციებს ვაქცინაციისა და სკრინინგის შესახებ. 

საქართველოში სოფლის ექიმებისთვის ონლაინ-პლატფორმა შეიქმნა

 „სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაციის და ტექნიკით აღჭურვის საშუალებით, შესაძლებელი გახდება უწყვეტი ონლაინ–კომუნიკაცია როგორც პაციენტებსა და მედიკოსებს, ისე სოფლის ექიმებსა და ცენტრალურ ოფისს შორის. საქართველოში ჯანმოს ოფისი მხარს უჭერს ქვეყნის ძალისხმევას გააძლიეროს პირველადი ჯანდაცვა, მოახდინოს ახალი მოდელების დანერგვა, განსაკუთრებით ტელემედიცინის განვითარება, რაც ექიმსა და პაციენტს შორის არსებულ დისტანციას ეტაპობრივად შეამცირებს და შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიღებას გაცილებით უფრო მარტივს გახდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

გადაუდებელი დახმარების ცენტრი დონორი ორგანიზაციების დახმარებით 1000-მდე სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს.

გასულ წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, სოფლის ექიმებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ონლაინ–ფლატფორმა დაინერგა, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.