მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები აღდგება

შიდა ფრენების აღდგენის შემდეგ ავიარეისებზე ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი იგივე დარჩება, ასევე არ შეიცვლება საშეღავათო პირობები არასრულწლოვნებზე.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები 12 თებერვლიდან აღდგება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ავიაკომპანია Qatar Airways საქართველოში რეგულარულ ფრენებს გაანახლებს

მათი ინფორმაციით, კვლავ ძალაში რჩება ბილეთის ფასი, გაყიდვის წესი და საშეღავათო პირობები არასრულწლოვნებზე.

მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებებით ავიარეისები 12 თებერვლიდან შემდეგი მიმართულებით შესრულდება:

  • ნატახტარი - მესტია - ნატახტარი
  • ნატახტარი - ამბროლაური - ნატახტარი

მგზავრობის ღირებულება უფროსებისთვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასო იქნება. ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს.

ტურისტული სფერო კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად გასული წლის მარტში ყველა საზღვარი დაკეტა.