ისრაელი, საფრანგეთი, ბულგარეთი: სად შეიძლება დასაქმდნენ საქართველოს მოქალაქეები

1 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაემგზავრონ სეზონურ სამუშაოებზე გერმანიაში, ამისათვის მათ სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველო მოქალაქეების ლეგალური დასაქმების თაობაზე მოლაპარაკებებს მთელ რიგ ქვეყანასთან აწარმოებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა კატეგორია გაიზარდა >>

1 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაემგზავრონ სეზონურ სამუშაოებზე გერმანიაში. დასაქმებისთვის მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე http://workabroad.gov.ge/

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ისრაელთან და ბულგარეთთან, ასევე მიმდინარეობს გარკვეული დიალოგი საფრანგეთთან. ჩვენი მოქალაქეების დასაქმების ეს პროგრამა გაგრძელდება, განაცხადა ტიკარაძემ.

მიწაზე დანარცხება თუ აღმასვლა - რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2021 წელს

უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების დასაქმების თემა სამი წლის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დამოუკიდებელი საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა წამოწია. უკვე 2020 წლის იანვარში საქართველომ ჩვენი მოქალაქეების დასაქმების შესახებ ოფიციალური შეთანხმება გერმანიასთან გააფორმა.

საუბარია მოსავლის აღების სამუშაოებზე სხვადასხვა სეზონზე ერთიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში. იგულისხმება 5-6 დღიანი სამუშაო კვირა, დღეში 8-10 საათი. მინიმალური ანაზღაურება საათში 9,5 ევროა, საიდანაც გამოიქვითება გადასახადები, ასევე კვების და საცხოვრებელი ხარჯი.

საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა და შეუძლებელია შეიქმნას საკმარისი სამუშაო ადგილები.