გაუქმდეს პირბადეებთან დაკავშირებული ჯარიმები: საპროტესტო აქცია შსს-სთან – ვიდეო

მოძრაობა „სოლიდარობამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა და პირბადეებთან დაკავშირებული ჯარიმების გაუქმება მოითხოვა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო ადგილიდან.
Sputnik

პოლიცია ჯარიმებს უწერს იმ მოქალაქეებს, რომლებიც პირბადის სავალდებულოდ ტარების წესს არღვევენ ქუჩებსა თუ დაწესებულებებში.

მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერის ლაშა შუკაკიძის თქმით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი არ ითვალისწინებს ჯარიმებს პირბადის გარეშე ყოფნისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შესაბამისად, მისი თქმით, სამართალდამცველები კანონს არღვევენ.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ ადამიანს აჯარიმებენ პირბადის გარეშე ყოფნის გამო. ჯარიმა 20 ლარის ოდენობით განისაზღვრება.