ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი ახალ, სასიყვარულო ვიდეოს აქვეყნებენ. ახალდაქორწინებულები მცხეთაში ატარებენ დროს. მარიტამ დასვენების „სთორები“ და ფოტოები თავის ხელმომწერებს უკვე გაუზიარა. აშკარაა, წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი 23 იანვარს დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, რომელსაც ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა.
წყვილი ურთიერთობას დიდხანს საიდუმლოდ ტოვებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეგობრებთან აქტიურად დაიწყეს ერთად სიარული, მათი სიყვარულის ამბავიც გამჟღავნდა. ცოტა ხნის წინ კი მსახიობმა მის ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ „პრაიმშოუში” ისაუბრა და საზოგადოებას მარიტა წარუდგინა. მარიტამ და გიორგიმ ერთმანეთი გასულ ზაფხულს გაიცნეს.