საბანკო ამონაწერებს კრედიტის მისაღებად აყალბებდნენ: დაკავებულია ერთი პირი

აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენა–მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პატიმრობა ყალბი ვიზების გამო: ქართველი მომღერალი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ პირს 750 ლარის სანაცვლოდ ყალბი საბანკო ამონაწერი დაუმზადა – თითქოს მას ხელფასის სახით ყოველთვიურად ერიცხებოდა 2740 ლარი.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, 20 სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 210-ე, 362-ე და 208-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.