მსოფლიო ქიმიური და ბიოლოგიური შეტევების მზარდი საფრთხის წინაშე დგას: მინისტრის გაფრთხილება

მინისტრს მიაჩნია, რომ ინტერნეტის არსებობა ხელს უწყობს ტერორისტულ დაჯგუფებებსა და იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნისკენ ისწრაფვიან.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ზოგი ქვეყნის მიერ დადგენილი საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა მსოფლიოს ქიმიური და ბიოლოგიური შეტევების საფრთხის წინაშე აყენებს, მიაჩნია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესს.

​აღნიშნულის თაობაზე მინისტრმა გაზეთ The Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„მიმაჩნია, რომ არსებობს ქიმიური თუ ბიოლოგიური [შეტევების] მზარდი საფრთხე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა აღმოაჩნდებათ ხელთ იმ ადამიანებს, ვინც ინტერნეტით სარგებლობს“, — განაცხადა მინისტრმა.

უოლესის თქმით, სწორედ ინტერნეტმა „ააჩქარა“ ტერორისტული დაჯგუფებები და იმ ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნისკენ ისწრაფვიან.

გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ბიოინჟინერიისა და სინთეტიკური ბიოლოგიის სავარაუდო საფრთხეებზეც. როგორც უოლესი ამბობს, ამ დროისათვის ისინი უკვე არსებობს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ დაინტერესებული მხარეები სრული ძალით იყენებენ მათ.