თბილისის ზღვასთან ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, რა გარემოებებში გარდაიცვალა მამაკაცი. ამჟამად გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისის ზღვის უბანში ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს, Sputnik-საქართველოს ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცი თბილისის მკვიდრი იყო. ოჯახი მას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა.

გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს.

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.