საქართველომ რუსეთი დაამარცხა და ევროპის ერთა თასი მიიღო – ფოტო

Sputnik

მატჩის დასაწყისი საკმაოდ რთული აღმოჩნდა – პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. პირველი ტაიმი ნულოვანი (0:0) ანგარიშით ბორჯღალოსნებსა და რუსეთის ნაკრებს შორის პირველად დასრულდა. 

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს ერთა თასის მატჩი მოუგო

მეორე ტაიმში ვასილ ლობჟანიძის მიერ დადებული ლელოს შემდეგ თედო აბჟანდაძემ გარდასახვა წარმატებით შეასრულა და ანგარიში 7:0 გახდა. რამდენიმე წუთში მასპინძლებმა ჯარიმაც გამოიმუშავეს, რომლის წყალობითაც აბჟანდაძემ ანგარიში 10:0-მდე გაზარდა.

შეხვედრის 61-ე წუთზე ბოგდან ფედოტკომ ლელო დადო, ხოლო რამილ გაისინმა რეალიზება ზუსტად შეასრულა. ანგარიში გახდა 10:7 და თამაშში დაძაბულობამ იმატა, თუმცა ბორჯღალოსნებმა ძალები მალევე მოიკრიბეს და აბჟანდაძის ორი ზუსტად შესრულებული ჯარიმის წყალობით ანგარიში 16:7 გახდა.

სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ბორჯღალოსნები ჯერ კიდევ გასულ წელს გახდნენ ევროპის ერთა თასის მფლობელები, ხოლო რუსეთმა ტურნირში ადგილი შეინარჩუნა.

1 / 12
საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო
2 / 12
რუსი მორაგბეები ბორჯღალოსნებს შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებოდნენ
3 / 12
პირველ ტაიმში გუნდები არ დაწინაურებულან
4 / 12
პირველად ამ გუნდების შეხვედრების ისტორიაში პირველი ტაიმი ანგარიშის გაუხსნელად დასრულდა
5 / 12
მეორე ტაიმში ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბული გახდა
6 / 12
ქართველი სპორტსმენები დაწინაურდნენ. ვასილ ლობჟანიძის წარმატებული მცდელობის შედეგად თედო აბჟანდაძემ რეალიზება მოახდინა
7 / 12
მოგვიანებით რუსული გუნდი დაჯარიმდა და ანგარიშ 10:0-მდე გაიზარდა
8 / 12
შემდეგ რუსი სპორტსმენები გააქტიურდნენ და დაძაბულობამაც იმატა - ანგარიშ გახდა 10:7, ხოლო თამაშის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა
9 / 12
გამარჯვებისათვის ბრძოლა დაძაბულ და თანაბარ გარემოში გაგრძელდა
10 / 12
მაგრამ რუსეთის ნაკრები კიდევ ორჯერ დაჯარიმდა, რის შედეგადაც ანგარიში 16:7-მდე გაიზარდა „ბორჯღალოსნების“ სასარგებლოდ
11 / 12
ქართველმა სპორტსმენებმა რუსები მიყოლებით უკვე 19-ჯერ დაამარცხეს
12 / 12
ამავდროულად, თბილისში გამართულ მატჩს არ ჰქონდა არავითარი მნიშნელობა, რადგან საქართველოს ნაკრებმა 2020 წელს მოიგო ევროპის ერთა თასი, ხოლო რუსეთმა ტურნირში დაკავებული ადგილი შეინარჩუნა