თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატის არქონის გამო 110 310 კგ სიმინდი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 ნოემბერი 2020, 14:43
უწყების ცნობით, სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინერი უკრაინის რესპუბლიკიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ შემოვიდა.
„სპეციალისტების მიერ ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორცილებისას გამოვლინდა დარღვევა. კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.