ხვალიდან რუსთაველებს ახალი ავტობუსები უფასოდ მოემსახურება

რუსთავში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით სხვადასხვა კატეგორიის 60 ათასი ადამიანი ისარგებლებს. ქალაქში მგზავრებს სრულიად ახალი ავტობუსები მოემსახურება
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ხვალიდან რუსთავში 22 ახალი, თანამედროვე სტანდარტის ავტობუსი იმოძრავებს, იუწყება რუსთავის მერია.

როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში: განრიგი და შეზღუდვები

დღეს რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია გაიმართა.

ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, რუსთაველებს მუნიციპალური ტრანსპორტი ხვალიდან ორი კვირის განმავლობაში სრულიად უფასოდ მოემსახურება.

ორშაბათიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კორონავირუსის პანდემიის გამო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მუშაობას იწუებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

გარდა ამისა, ათწლეულების განმავლობაში პირველად ქალაქის ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდა. ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავს 22 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ახალი ავტობუსი გადასცა, პროგრამით გათვალისწინებულ კიდევ 18 სატრანსპორტო საშუალებას კი რუსთავი უახლოეს მომავალში მიიღებს.

ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას გულისხმობდა. ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის, საქართველოს ექვსი ქალაქი - რუსთავი, თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი და ქუთაისი შეირჩა. რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის, პროგრამით 40 ავტობუსი იქნა გათვალისწინებული.