თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. გორის გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე ხვალ, 6 თებერვალს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ჭერზე შეკიდული სავენტილაციო დანადგარის მონტაჟის გამო 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა აიკრძალება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება გორის გვირაბების შემოვლით გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.