„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

მის პერსონაჟებს საოცარი პლასტიკა აქვთ და ისინი, ლიტერატურული გმირების მსგავსად, საკუთარ ამბავს ჰყვებიან.
Sputnik

თავის სამყაროს ხელოვანი დავით კაბზინაძე ყველაზე რთულად მოსათვინიერებელი მასალებისგან ქმნის. მისი მცირე ზომის ქანდაკებები ქვისა და ლითონის საოცარ სინთეზს წარმოადგენს.

აკადემიური სამხატვრო განათლება მიიღო, თავდაპირველად თოიძისა და ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯი, შემდეგ სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მისი, ყველანაირი გაგებით, ძვირფასი ნამუშევრები უცხოეთის ბევრ ქვეყანაშია და ისინი გაკეთებისთანავე იყიდება. ამ ამბავში სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ, სურვილის შემთხვევაში, ავტორი გამოფენის გამართვას ვერ შეძლებს, რადგან არც ერთი საკუთარი ნამუშევარი აღარ აქვს...

„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

- ბატონო დავით, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო, როცა მამას ადევნებდით თვალს მუშაობის დროს, ანუ პირველი მასტერ-კლასები მან ჩაგიტარათ?

- დიახ, მამა მოქანდაკე იყო და მისმა საქმიანობამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს მომავალზე. მასთან მოსწავლეები სულ დადიოდნენ და ერთხელ მეც დავუჯექი. მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა და მამის გზა ავირჩიე. მიუხედავად იმისა, რომ თავად ხელოვანია, უნდოდა პოლიციელი გამოვსულიყავი, მაგრამ მე ხელოვნება მაინტერესებდა.

„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

- ქვაზე მუშაობა ყველაზე რთულია და ხელოვანის ძლიერ ხასიათზე მეტყველებს...  

- თავიდანვე ქვასთან მქონდა შეხება, მიუხედავად სირთულისა, ამან დამაინტერესა. ქვის დამორჩილება მარტივი ამბავი მართლა არ არის, შრომატევადია. თანაც ძალიან მტვრიანი საქმეა და ჯანმრთელობისთვის საზიანო. წარმოიდგინეთ, ნამუშევარმა დასრულებული სახე რომ მიიღოს, დაახლოებით ორი ან სამი კვირაა საჭირო, ზოგჯერ მთელი თვის განმავლობაში ვმუშაობ.

„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

- თურმე თქვენი პირველივე ნამუშევარი გაიყიდა, ასეთი რამ ხშირად არ ხდება...

- დიახ, ჩემი პირველივე ნამუშევარი გაიყიდა. ეს იყო ქალის ტორსი, რომლისთვისაც მწვანე დიაბაზი და მარმარილო გამოვიყენე. საერთოდ, ქვა და მეტალი ძალიან რთული ჩამოსასხმელია. მახსოვს, რომ ის ნამუშევარი 200 დოლარად იყიდა კაცმა, რომელიც ვლადიკავკაზიდან იყო ჩამოსული.

„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

- ძირითადად მცირე ზომის ნამუშევრები გაქვთ, ესეც, თავის მხრივ, კიდევ უფრო რთულია, არა?

- რაც უფრო პატარაა ფიგურა, მით უფრო რთული გასაკეთებელია. ყველაზე დიდი ნამუშევარი, რაც გამიკეთებია, 65 სანტიმეტრიანია. მიუხედავად სირთულისა, არ შემიძლია, რომ არ ვიმუშაო.

„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

- ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენი ფიგურები საკმაოდ ძვირი ღირს, უფრო ხშირად ვინ ყიდულობს მათ?  

- ისინი ძირითადად უცხოეთში იყიდება. პანდემიამდე ამერიკაში, გერმანიაში, პოლონეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში შეიძინეს. დღეს შეკვეთებს ინტერნეტის საშუალებით ვიღებ და შემდეგ ვგზავნი.

„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

- უჩვეულო შეკვეთა რომელი გახსენდებათ?

- ბოლოს ოჯახი გავაკეთე – მშობლები და ბავშვები. ეს ფიგურები ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა შემიკვეთა, მისი ოჯახია. კიდევ მახსენედება, რომ ერთმა ქალბატონმა მთხოვა – მარტოხელა, ოპტიმისტ ქალზეც შექმენით რამეო. სიმართლე გითხართ, ამაზე არ მიფიქრია. საერთოდ, ასე არ შემიძლია, როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება – რა უნდა გავაკეთო.

„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

- საქართველოში სად გაგქონდათ ნამუშევრები?

- ადრე მშრალ ხიდზე გავდიოდი, იქ ტურისტები ყიდულობდნენ. მახსოვს, ჩემი ერთი ნამუშევარი, რომლიც ძალიან მიყვარდა, მშრალ ხიდზე რომ ვიყავი, იქიდან მომპარეს. ეს იყო პატარა ზომის ბუ, რომელიც შეუმჩნევლად მომპარეს... 

„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

- რაზე გწყდებათ გული?

- გამოფენა არსად მქონია და გული ამაზე მწყდება. მომავალში კიდევაც რომ მოვინდომო, მაინც ვერ გავმართავ, იმიტომ რომ ჩემი ნამუშევრები გაყიდულია და მე მხოლოდ ფოტოები მაქვს. როგორც კი რამეს ვაკეთებ, მაშინვე იყიდება.

„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

- როცა შემოქმედება ყოფაზეა მიბმული, ამით მორალურად ზარალდება ხელოვანი?

- რა თქმა უნდა. მაგრამ სხვა რა გზაა?! ამაზეა ჩემი ოჯახი დამოკიდებული, თან ახლახან ცოლი მოვიყვანე...

„როცა ქვას ვიღებ, თავად მეუბნება რა უნდა გავაკეთო“ – გამოფენის გარეშე დარჩენილი შედევრები

- ვიცი, რომ სხვასხვა ეკლესიაში თქვენ მიერ გაკეთებული ჩუქურთმებია...

- ჩემი გაკეთებული ჩუქურთმები დღეს არის სამებაში, მესტიაში, ყინწვისში და სხვა ტაძრებში. ჩვეულებრივ ადამიანს გაუჭირდება გარჩევა, მაგრამ მე ვიცი ჩემი გაკეთებული რომელია და ამის გამო, როცა ტაძარში შევდივარ, ამაყი ვარ...