ფოთში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია. ასევე უცნობია, რა იყო მკვლელობის მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხევევა ამ ქუჩაზე მდებარე შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან ახლოს ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ ავტომანქანაში ქალიშვილს ელოდებოდა, რა დროსაც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილიდან ოთხჯერ ესროლეს.

ფოთში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას 43 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავეს.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

ნიკა ლატარია