თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ–ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვნად კლებამ გამოიწვია.
„15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
1 თებერვლიდან აჭარის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და თელავის სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ამ ქალაქებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1 მარტიდან იყო დაგეგმილი.